კომპანიის შესახებ
ესიტ კავკასია წარმოადგენს სასწორების მწარმოებელ თურქულ კომპანია ESIT ს კანვასიის რეგიონში, ჩვენი მიზანია უმაღლესი სტანდარტების დაცვით მოვემსახუროთ ჩვენს მომხმარებლებს, ჩვენი ძირითადი პროდუქცია დაკავშირებულია სასწორებთან და მწონავ სისტემებთან, ჩვენი კომპანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ამ სფეროს უდავო ლიდერია, ხოლო პროფესიონალიზმის და სპეციალისტების მაღალი კვალიფიკაციის ხარჯზე ჩვენთან თანამშრომლობა თქვენი ბიზნესის წარმატების გარანტია.
ჩვენს მომხმარებლებს ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურება - გაყიდვების სამსახური, სატრანსპორტო-სამონტაჟო სამსახური და რათქმაუნდა საგარანტიო მომსახურების სპეციალისტების ჯგუფი, ეს ყველაფერი განკუთვნილია მომხმარებლელზე, რომელიც ჩვენს შემთხვევაში უმეტესად მძიმე და საშუალო წარმოება, სოფლის მეურნეობა, სამთო-მოპოვება და სატერმინალო მომსახურების სფეროებია, ჩვენი მომსახურების ოპერატიულობა ჩვენი მომხმარებლების საქმიანობაზე პირდაპირ ეფექტს ახდენს.
ჩვენი კომპანიის რეპუტაციაზე მეტყველებს 6 წლამდე საგარანტიო მომსახურება, 2003 წლიდან გაყიდული და დამონტაჟებული 200 მდე მძიმეწონიანი ელექტრონული სასწორი. სამონტაჟო და საგარანტიო მომსახურება ტარდება შეუფერხებლად 4 ქვეყნის ტერიტორიაზე- საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთის აღმოსავლეთ საზღვრის მიმდებარე რეგიონები. ჩვენი ოპერატორობის ქვეშ არსებული ქვეყნებისთვის სპეციალურად შექმნილი და მორგებული პროგრამული უზრუნველყოფები.
ჩვენ სასწორებს გააჩნია ევროპული შესაბამისობის სერთიფიკატები და აღიარებულია ევროპის ყველა ქვეყანაში. ESIT გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სასწორებს და მწონავ სისტემებს, ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდი კი აწონვის ოპერაციების შეუფერხებელ ექსპლუატაციაზე ზრუნავს.