ESIT PWI-T საავტომობილო სასწორის ინდიკატორი

Esit PWI-T კომპიუტერზე დაფუძნებული წონის ტერმინალია გამოიყენება ელექტრონული სატვირთო სასწორთან კომპლექტაციაში, წონის ინდიკატორი მუშაობს ინდუსტრიულ გარემოში. ის ძალიან საიმედო და გამოსადეგია, მონიტორთან, კლავიატურასა და პრინტერთან მიერთებული, PWI-T აკმაყოფილებს მომხმარებლის ყველა მოთხოვნას, ჩაშენებული სატვირთო მანქანების აწონვის პროგრამით, რომელიც აღჭურვილია მომხმარებლისთვის მოსახერხებელი მენიუებით, რაც აწონვის პროცესს ძალიან ამარტივებს. მისი მეხსიერების ბარათი გათვლილია ხშირ აწონვაზე.


წონის ინდიკატორი ბეჭდავს ბილეთს, რომელშიც მითითებულია კომპანიის სახელი, სანომრე ნიშნის ნომერი, შესვლის-გასვლის თარიღი და დრო, რიგის ნომერი, ასევე მომხმარებლის მიერ განსაზღვრული მონაცემები. წონის ინდიკატორი PWI-T გთავაზობთ შესაძლებლობას, შექმნათ და დაბეჭდოთ წონის მონაცემები გარკვეული თარიღისთვის და სასურველი ფილტრაციით შენახული ინფორმაციის მიხედვით (სანომრე ნიშნის ნომრით, მასალის მიხედვით, მომხმარებლის მიერ და ა.შ.).